საკონტაქტო ინფორმაცი   ბოტანიკის ინსტიტუტი  0105, თბილისი,საქართველო ბოტანიკური ქუჩა #1 ☏ +995 32 272 08 10 ✉  shalva.sikharulidze@iliauni.edu.ge  ✉  zaal.kikvidze@iliauni.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცი

ბოტანიკის ინსტიტუტი

0105, თბილისი,საქართველო
ბოტანიკური ქუჩა #1
☏ +995 32 272 08 10
shalva.sikharulidze@iliauni.edu.ge
zaal.kikvidze@iliauni.edu.ge

კავკასიის მთების ეთნობიოლოგიის ცენტრი (ეთნო-მთა / ეთნობიოცენტრი) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

საზოგადოების საქმიანობის მიზნები:

·       ეთნობიოცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის მთებში შემორჩენილი ეთნობიოლოგიური ცოდნის მეცნიერული შესწავლის ხელშეწყობა და კვლევის შედეგების დანერგვა-პოპულარიზაცია.

·       შემდეგი კვლევის სფეროების ხელშეწყობა: ეთნობოტანიკა, ეთნოზოოლოგია, ეთნოეკოლოგია, სოციო-ეკოლოგია, კავშირი ბუნებასა და კულტურას შორის და ა.შ.

ეთნობიოცენტრი თავისი მიზნების განხორციელებისთვის:

ა) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კვლევით ცენტრებთან და მათს მხარდამჭერ ჯგუფებთან

ბ) ხელს უწყობს მკვლევრებს კონფერენციების, ყრილობების, კონგრესების, სიმპოზიუმების, სემინარების, კონკურსების, გამოფენების, ბაზრობების, ფესტივალების აგრეთვე სხვადასხვა საინფორმაციო და სამეცნიერო ღონიძიებების ორგანიზებაში

გ) ხელს უწყობსა სამეცნიერო შრომების, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალების, კრებულების, მონოგრაფიების, ბროშურების სტატიების გამოქვეყნებას

დ) კანონით დადგენილი წესით აფუძნებს გაზეთს, ჟურნალს, ტელეკომპანიას, გამომცემლობას.

ე) ხელს უწყობს კვლევით დაწესებულებებს მოიძიონ ფონდები და დახმარება ინფრასტრუქურისა და კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

ვ) ასრულებს ყველანაირ საქმიანობას, რომელიც აუცილებელია წესდებით გათვალისწინებული ამოცანების გადასაჭრელად და რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.